სასწავლო თემის ავტორი
| |||
სახელი და გვარი
|
ნათია
ყურაშვილი
| ||
რაიონი
|
ცაგერი
| ||
სკოლა
|
ლასურიაშის
საჯარო სკოლა
| ||
ქალაქი
| |||
თემის
მონახაზი
| |||
თემის დასახელება
| |||
ჩემი რაიონის სკოლები გუშინ,დღეს,ხვალ...
| |||
თემის შინაარსი
| |||
მონაცემთა შეგროვება მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ,10 წლის ბიჯით,შეგროვილ მონაცემთა ოპტიმალური ხერხით წარმოდგენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
| |||
საგანი
| |||
მათემატიკა
| |||
დონე/კლასი
| |||
მე-2
საფეხური მე-9 კლასი
| |||
განხორციელების დროის ჩარჩო
| |||
ერთი თვე
| |||
თემის საფუძვლები
| |||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| |||
მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
| |||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| |||
მოსწავლე ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გამოკითხვა,მონაცემთა მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან),ქმნის მარტივ კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროვებლად.
ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის ფორმებს,ასაბუთებს თავის არჩევანს,აგებს და განმარტავს ცხრილებს,დიაგრამებს.ერთი გრაფიკული ფორმითწარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს სხვა გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
ითვლის და იყენებს შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/ შესადარებლად და არგუმენტების შესაფასებლად.
გამოთქვამს ვარაუდს ცდომილობის მოსალოდნელობის შესახებ მონაცემთა საფუძველზე.
| |||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| |||
ზოგადი კითხვა
| |||
თემატური კითხვები
|
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
| ||
შინაარსობრივი კითხვები
|
სად არის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი?
არის თუ არა სოფელში სკოლის შენარჩუნება მიგრაციის შეჩერების საშუალება?
რატომ ანებებენ თავს ყველაფერს ადამიანები და მიდიან უცხო ქვეყანაში?
რით შეიძლება შევამციროთ მიგრაცია?
რატომ იკლებს სოფლებში მოსწავლეთა რაოდენობა?
| ||
რატომ დაიცალა მაღალმთიანი სოფლები?
რა პრობლემებია თქვენს სოფელში?
მოქმედებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკაზე დაცარიელებული სოფლები?
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მცირე რაოდენობის ბავშვები?
| |||
შეფასების გეგმა
|
||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||
|
||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||
კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას
ვიყენებ თანამშრომლობის რუბრიკას,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას,ურთიერთშეფასებას,პროექტის
შეფასებას.
|
||||
სხვა
საკითხები
|
||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||
კომპიუტერთან მუშაობა
საგამომცემლო პროგრამების და ინტერნეტ ძიების საბაზისო უნარ–ჩვევები
მონაცემების შეყვანა ცხრილში
თექნოლოგიების გამოყენებით დიაგრამების შექმნა
|
||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||
პროექტის
პირველ
ნაწილში
მოსწავლეები მცირე
ჯგუფებში
შეისწავლიან სკოლებს
მშობლიურ
რაიონში,მოიძიებენ და შეაგროვებენ საკონტაქტო ინფორმაციას მეზობელ სოფლებზე.
ნაწილი
1: გაიცანით
ჩვენი
რაიონი.
კვირა 1:პროექტის გაცნობა.
პროექტზე
მუშაობას
თემატური
შეკითხვით
დავიწყებ.
შეკითხვების საშუალებით
განვსაზღვრავ მოსწავლეების საბაზისო
ცოდნას
მშობლიურ
რაიონში
არსებული
სკოლების
შესახებ.დავწერ სამოქმედო გეგმას,გავაცნობ მოსწავლეებს იმ ცნებებსა და ტერმინებს,რომლებსაც პროექტზე მუშაობის დროს გამოიყენებენ.განვიხილავ ზოგად შეკითხვას: რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?შეკითხვაზე პასუხის საფუძველზე შევადგენ ვ–მ–ვ ცხრილს მთელი ჯგუფისთვის და ვთხოვ მოსწავლეებს ჩაინიშნონ რვეულებში.განვიხილავ და გავეცნობი რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.ჩავინიშნავ მოსწავლეებისათვის ნაცნობ ინფორმაციას,ხოლო მოსწავლეები საკუთარ რვეულებში გააკეთებენ ანალოგიურ შენიშვნებს.შემდეგ განვიხილავთ რა სურთ შეისწავლონ მოსწავლეებმა მოცემულ თემატურ საკითხებზე და ჩავწერთ მინდა ვიცოდე გრაფაში.
კლასს
დავყოფ
3–4 მოსწავლისაგან შემდგარ
ჯგუფებად.მივუთითებ მოსწავლეებს შეაგროვონ მონაცემები სხვადასხვა სოფლების შესადარებლად ფაქტების აღრიცხვის ცხრილის გამოყენებით. მივუთითებ მოიძიონ ყველაზე ახალი და სანდო ინფორმაცია.
კვირა 2: რაიონის შესახებ კვლევის ჩატარება.
განვათავსებ რაიონის
რუკას
კედელზე
და
განვსაზძვრავთ სოფლებს,რომლებსაც მოსწავლეები შეისწავლიან.
ინფორმაციის მოძიების
შემდეგ
მოსწავლეები დაახარისხებენ მოძიებულ
მასალებს
სოფლების
მიხედვით.შევისწავლი მასალებს მოსწავლეებთან ერთად და წარმოვადგენთ ჩანიშვნების გაკეთების დემონსტრირებას შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებით.მოცემული დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხის განსაზღვრაში,რომელიც პროექტის დაწყებისას გავაცანი.
კვირა 3: ბროშურის მომზადება.
მოსწავლეთა
ჯგუფები
წარმოადგენენ სოფლის
სკოლების
შესახებ
მიღებულ
ცოდნას
საინფორმაციო ბროშურებში
და
გაუზიარებენ ერთმანეთს.ბროშურების შექმნით მოსწავლეები განსაზღვრავენ სკოლების ერთმანეთისაგან განმასხვავებელ ნიშნებს. სკოლებში დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარებენ 10 წლის წინ არსებულ მონაცემებს.ვთხოვ ჯგუფებს წარმოუდგინონ შესწავლილი მასალები კლასს.მოამზადონ ბროშურების ასლები პრეზენტაციისათვის.
კვირა 4: მონაცემების კლასიფიკაცია და ორგანიზაცია. პრეზენტაცია.
მოსწავლეები მოახდენენ
შეგროვილი
მონაცემების კლასიფიკაციას,წარმოადგენენ მონაცემებს
ოპტიმალური
ხერხით
ცხრილებისა
და
დიაგრამების საშუალებით,გამოიყენებენ შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებს,გააკეთებენ პრეზენტაციას.გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ შესაბამის ანალიზს.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
ვთხოვ
ჩაატაროს კვლევა მოსწავლეთა რაოდენობის კლების ტემპისშესახებ და წარუდგინოს
მთელ ჯგუფს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზატები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, მეზობელი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий